ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ფოტო: ბათუმელები
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთიდან მინდობით აღზრდაში განთავსებულია 81 ბენეფიციარი, ხოლო, არასრულწლოვანთა ოჯახების მდგომარეობას 12 სოციალური მუშაკი და 1 უფროსი სოც. მუშაკი სწავლობს. ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენ სააგენტოდან გამოვითხოვეთ.
ჩვენ საჯარო ინფორმაცია 24 ივნისს გამოვითხოვეთ და კანონით დადგენილი ვადის თანახმად მაქსიმუმ 8 ივლისს უნდა მიგვეღო, თუმცა უწყებამ მონაცემები გუშინ 24 სამუშაო დღიანი დაგვიანებით მოგვაწოდა.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიას ფლობს საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებული 3 სკოლა-პანსიონატი:
- „საქართველოს საპატრიარქოს ჯავახეთის ქალაქ ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატი“;
- ბათუმის წმინდა მატათა მოციქულის სახელობის ფონდის სააღმზრდელო დაწესებულება,
- ,,წმინდა გიორგი მთაწმინდელის მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციო ცენტრი.“