პარტია “ქართულმა ოცნებამ” 2020 წლის საპარლამენტო საარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნა. დასახელდა მაჟორიტარ კანდიდატთა სია.
ჯავახეთში დეპუტატობის კანდიდატად დასახელდა სამველ მანუკიანი, ხოლო სამცხეს დეპუტატი, გამარჯვების შემთვევაში, ბიზნესმენი, ანტონ ობოლაშვილი იქნება.
პრეზენტაციას ესწრებოდა პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. პოლიტიკურ სახეებთან ერთად იყვენენ კოვიდ 19-თან ბრძოლისას მაღალი ცნობადობის ექიმები: თენგიზ ცერცვაძე, ლევან რატიანი, პაატა იმნაძე, ამირან გამყრელიძე.