ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება, შესაბამისად არჩევნებამდე დარჩენილია 50 დღე. ამ დრომდე სამცხე-ჯავახეთში საარჩევნო კამპანია ჯერ არ დაწყებულა, გარდა “ქართული ოცნებისა” სხვა პარტიებს არც მერობის კანდიდატები დაუსახელებიათ. რეგიონში არც პოლიტიკური შინაარსის ბანერები და პოსტერები გამოჩენილა ამ დრომდე.
ჩვენ დავინტერესდით გააქირავა თუ არა სამცხე-ჯავახეთის მუნციპალიტეტებმა საბანერე ადგილები პოლიტიკური პარტიებისთვის და ამისთვის მერიებს დავუკავშირდით. ახალციხის, ნინოწმინდისა და ასპინძის მერიაში გვეუბნებიან, რომ ამ დრომდე ბანერის ქირაობის მოტივით არავინ დაკავშრებიათ. ბორჯომის მუნიციპალიტეტში კი გვეუბნებიან, რომ მერია საბანერე ადგილებს არ ფლობს და ყველა კერძო კომპანიების საკუთრებაა.
რაც შეეხება რეგიონის დანარჩენ მუნიციპალიტეტებს, ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.
საბანერე ლოკაციების რაოდენობის(როგორც კერძო ისე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში) და ტარიფების შესახებ, ჩვენ საჯარო ინფორმაცია უკვე გამოვითხოვეთ.