სამცხე-ჯავახეთში ჩინური “სინოვაკით” ვაქცინაციის მსურველი 424 პირია დარეგისტრირებული. ვაქცინაცია კი რეგიონის 5 მუნიციპალიტეტის 6 კლინიკაშია შესაძლებელი. მათ შორის კლინიკა “იმედში”, სადაც თავდაპირველად ვაქცინაცია დაიწყო და შემდგომში შეჩერდა.
ამ დროისთვის ვაქცინაციის მსურველთა სპეციალურ პლატფორმაზე ახალციხის კლინიკა “ევექსში” და ბორჯომში ადგილები შევსებულია. ორი ადგილია დარჩენილი ახალქალაქში.
კლინიკა “იმედის” დირექტორის, გიორგი ბარძიმაძეს თქმით, კლინიკაში შესაძლებელია როგორც “სინოვაკით” ისე “ასტრაზენეკას” ვაქცინით აცრა. ამ დროისთვის კლინიკაში “სინოვაკზე” 103 პირი, ხოლო “ასტრაზენეკაზე” 9 მსურველია დარეგისტრებული.
ახალციხის კიდევ ერთ კლინიკაში, “ევექსში” “სინოვაკზე” რეგისტრირებულია 48, ხოლო “ასტრაზენეკაზე” – 45.
ბორჯომის კლინიკაში “სინოვაკით” ვაქცინაცია გასულ კვირას დაიწყო და 34 პირი უკვე აიცრა. ვაქცინაციის მსურველთა პლატფორმაზე 86 პირია დარეგისტრირებული.
რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, “სინოვაკზე” ადიგენში 51, ასპინძაში 54 და ახალქალაქში 82 პირია დარეგისტრირებული.