სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში 324 პირველკურსელიდან 216 უფასოდ ისწავლის

September 16, 2019

2019-2020 სასწავლო წელს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის და ახალქალაქის კორპუსებში 324 პირველკურსელი ისწავლის. მათთვის პრიორიტეტული ის ფაკულტეტები აღმოჩნდა, რომლებსაც სახელმწიფო სრულად აფინანსებს. პირველკურსელთა უმეტესი ნაწილი, 216 უნივერსიტეტში სრულად უფასოდ ისწავლის.

სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში სწავლის მსურველთა დიდმა ნაწილმა არჩევანი იურიდიული ფაკულტეტის საჯარო-მმართველობის სპეციალობაზე შეაჩერა. ყველაზე მეტი, 72 სტუდენტი სწავლას ამ ფაკულტეტზე დაიწყებს.

ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე  87 სომხურენოვანი მსმენელი ჩაირიცხა. ისინი ერთი წლის განმავლობაში მოემზადებიან ქართულ ენაში და ამ პერიოდში გადაწყვეტენ თუ რომელ ფაკულტეტზე სურთ სწავლის გაგრძელება.

ახალქალაქში საბაკალავრო საფეხურზე სულ 15 პირველკურსელი ისწავლის, ქართული ენის მოსამზადებელ სომხურენოვან პროგრამაზე კი სულ 42 მსურველი ჩაირიცხა.

ავტორი:

მიხეილ დარბაიძე

Leave a Reply