სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა 16 მარტს, ონლაინ რეჟიმში განახლდება. რამდენი ხანი გაგრძელდება ონლაინ სწავლება ჯერ-ჯერობით უცნობია. ამის შესახებ საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორმა, მაკა ბერიძემ TOK TV-ს უთხრა.
„ორი ალტერნატივა გვქონდა, ან სწავლა გადაგვედო, ან დისტანციურ რეჟიმში განგვეახლებინა, რასაც შესაძლოა სემესტრის ჩავარდნა გამოეწვია. აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ ონლაინს სწავლებაზე გადასვლა, რამდენი ხანი გაგრძელდება დისტანციურ რეჯიმში სწავლება დამოკიდებულია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე,“ – განაცხადა ბერიძემ.
მისივე განმარტებით მთავრობის განკარგულება სასწავლო პროცესის 1 აპრილამდე გადაწევასტან გაკავშირებით სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს არ ეხება, რადგან დაწესებულება სრულად აკმაყოფილებს პრემიერის მოთხოვნებს, დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით.
განახლდება თუ არა აბიტურიენტის მომზადების პროგრამა უნივერსიტეტში ბერიძეს განმარტებით, ხვალ 12 მარტს თათბირზე განიხილავენ. ამ ეტაპზე მოსამზადებელი პროგრამა 16 მარტამდეა შეჩერებული.
უნივერისტეტმა ,პრემიერის განკარგულების საფუძველზე სწავლა კორონა ვირუსის გამო 4-16 მარტამდე შეაჩერა.