სამცხე-ჯავახეთის უნივერისტეტში სწავლა დაიწყო

February 22, 2021

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში განაახლა. როგორც საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი, მაკა ბერიძე ამბობს 1-ლი მარტიდან სტუდენტები აუდიტორიული სწავლების რეჟიმზე გადავლენ.

“სრულად ონლაინ დავიწყეთ სწავლება, პირველი მარტიდან უკვე სწავლა გადავა აუდიტორიულ რეჟიმში, ესეც დამოკიდებულია ჯგუფებში ბავშვების რაოდენობაზე, თუ ბევრი ბავშვი იქნება ჯგუფში სემინარებს აუდიტორიაში ჩააბარებს, ლექციებს – ონლაინ. ასევე გასათვალისწინებელია აღდგება თუ არა საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც,” – გვითხრა რექტორმა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერისტეტში სწავლა ონლაინ რეჟიმით მიმდინარეობდა.

Toktv.ge