სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო “სინოფარმით” აცრისათვის სულ 2 თავისუფალი ადგილია დარჩენილი, ორივე ახალქალაქში. დანარჩენ მუნიციპალიტეტებში ვაქცინაციის მსურველთა სპეციალურ პლატფორმაზე ადგილები აღარ არის.
ახალციხის კლინიკა “ევექსის” მენეჯერის, ბესო ბურჯალიანის თქმით, ვაქცინაცია კვირაში 4 დღე მიმდინარეობს. მსურველთა მიუხედავად კლინიკაში საკმარისი თერაპერტები არ ჰყავთ, რის გამოც დღეს ვეღარ დაამატებენ.
ბურჯალიანი ამბობს, რომ “ასტრაზენეკაზე” მოთხოვნა დაბალია და მხოლოდ ის პირები რეგისტრირდებიან, რომლებსაც მეორედ უწევთ აცრა. ბორჯომის კლინიკაში გვეუბნებიან, რომ ამ ეტაპზე საჭიროება არ არის, თუმცა თუ მსურველი ძალიან ბევრი იქნება დღეებს დაამატებენ.
აქვე გეტყვით რომ “ასტრაზენეკას” პრეპარატით ვაქცინაცია დასაშვები გახდა 45 წელს ზემოთ პირებისთვისაც, მანამ ზღვარი 55 წლიდან იწყებოდა.