ოფიციალური ინფორმაციით სამცხე-ჯავახეთში კოვიდ სასტუმროები და საკარანტინე სივრცეები თავისუფალია – ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაციაში გვიდასტურებენ.
ამ დროისთვის რეგიონში კოვიდ კლინიკაში 87 და თვითიზოლაციაში 287 პირი იმყოფება.
რაც შეეხება მიმდინარე დღის სტატისტიკას. ოფიციალური ინფორმაციით რეგიონში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 34 პირი.
შემთხვევების სტატისტიკა მუნიციპალიტეტებში შემდეგნაირად ნაწილდება:
- 1 ადიგენი
- 6 ახალციხე
- 1 ბორჯომი
ამ დროისთვის რეგიონში სულ ინფიცირებული – 4530 პირია.