სამცხე-ჯავახეთში კომპანიებს უკანონოდ ჰქონდათ მიერთებული- წყალმომარაგების კომპანია

January 21, 2026

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში წყალმომარაგების ქსელზე უკანონო მიერთებების ფაქტები გამოვლინდა – ინფორმაცია საქართველოს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ გაავრცელა.

უწყების ცნობით, კომპანიებს სასმელი წლის ქსელზე უკანონოდ დაერთება იწვევდა წყლის დანაკარგს, წნევის ვარდნას და სასმელი წყლის გაუარესების რისკებს. 

კომპანიის ინფორმაციით, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მოქმედ რამდენიმე მსხვილ კომერციულ ობიექტს წყლის მიწოდება შეუზღუდა.

განცხადებაში ასევე წერია, რომ კომპანიამ ობიექტებს კანონის შესაბამისად რეგისტრაციისთვის ვადა 8 დეკემბრამდე მისცა, თუმცა მოთხოვნები ყველა შემთხვევაში არ შესრულდა.

ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩვენ დავუკავშირდით რამდენიმე კომპანიას. ბენზინგასამართ სადგურ “კაროილის” წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ წყალმომარაგების კომპანიამ მრიცხველების დაყენება მოსთხოვა. აქ ასევე გვეუბნებიან, რომ “ახალქალაქში არსად არ აყენია მრიცხველები და შესაბამისად ისინი თვითნებურად ვერაფერს დააყენებენ.”

რაც შეეხება 8 დეკემბრამდე დარეგისტრირებას. კომპანიაში გვეუბნებიან, ციტატა: “წყალმომარაგების ფურცელი გასამართ სადგურზე ფურცელი 25 დეკემბერს დატოვეს და 8 დეკემბერს როგორ დავრეგისტრირდებოდით.”

ჩვენს კითხვებს არ უპასუხეს არც კომპანია “ალპენ მილკაში” და არც სასტუმრო “ვეგასში.”