მუნიციპალური, სამშენებლო და საკანალიზაციო ნარჩენებით გარემოს დაბინძურება, ნარჩენების ღია წესით დაწვა, ამ და სხვა სახის დარღვევების 40 შემთხვევა დაფიქსირდა სამცხე-ჯავახეთში, ბოლო 6 თვის განმავლობაში, – ინფორმაციას “გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი” ავრცელებს.
უწყების ცნობით, ჯამში იანვარ-ივნისის პერიოდში საქართველოში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 1 500-ზე მეტი ფაქტი გამოვლინდა.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დარღვევებიდან ყველაზე მეტი, 543 მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანებაა, 212 – სამშენებლო მასალით გარემოს დანაგვიანებაა; მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით დაწვის 194 შემთხვევა გამოავლინეს, ხოლო საკანალიზაციო ნარჩენებით გარემოს დაბინძურების 183 შემთხვევა დაფიქსირდა.