ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
სამცხე-ჯავახეთში “ყირიმ–კონგოს” ცხელების ორ ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან ერთი ადიგენის სოფელ წახანში, მეორე ახალციხის სოფელ მუგარეთში, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეგიონალური წარმომადგენელი, ნინო ზედგენიძე გვიდასტურებს.
მისივე თქმით, სულ რეგიონში, მიმდინარე წელს, “ყირიმ-კონგოს” ცხელების 20 ფაქტია დაფიქსირებული. მათგან, დაავადებას ამ დროისთვის ერთი პირი ემსხვერპლა.
ნინო ზედგენიძე გვეუბნება, რომ გასულ წელთან შედარებით, ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევები მომატებულია. რაც შეეხება კონკრეტულ სტატისტიკას, გვეუბნება, რომ მოგვიანებით დაგვიზუსტებს.
Რა არის “ყირიმ-კონგოს” ცხელება და როგორ ავირიდოთ თავიდან – გვესაუბრება ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგი, ქეთევან ჯინჭველაძე.
ასევე ნახეთ: საჭირო ინფორმაცია ყირიმ კონგოს შესახებ — ინტერვიუ ანაიტ ლოკიანთან
თავდაპირველად “ყირიმ-კონგოს” ცხელების ორი ახალი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია, “სამხრეთს კარიბჭემ” გაავრცელა.