სამცხე-ჯავახეთში «ყირიმ–კონგოს» ცხელების სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან ერთი ადიგენის და ორი ახალციხის მუნიციპალიტეტებში, — ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეგიონალური წარმომადგენელი, ნინო ზედგენიძე გვიდასტურებს.
მისივე თქმით, სულ რეგიონში, მიმდინარე წელს, «ყირიმ-კონგოს» ცხელების 31 ფაქტია დაფიქსირებული. მათგან, დაავადებას ამ დროისთვის ერთი პირი ემსხვერპლა. ნინო ზედგენიძე გვეუბნება, რომ პაციენტები თბილისში მკურნალობენ.
Რა არის «ყირიმ-კონგოს» ცხელება და როგორ ავირიდოთ თავიდან — გვესაუბრება ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგი, ქეთევან ჯინჭველაძე.