ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
სამცხე-ჯავახეთში გასული წლის განმავლობაში ხე-ტყვის უკანონოდ მოპოვების 279 ფაქტი გამოვლინდა. რეგიონი, შემთხვევათა რაოდენობით ქვეყნის მასშტაბით მესამე ადგილზეა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ამ დროის განმავლობაში საქართველოში, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების სულ 2 754 ფაქტია გამოვლენილი, რომელთაგანაც 132 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
“ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 1 046 ფაქტი დაფიქსირდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში დეპარტამენტის თანამშრომლებმა 424 სამართალდარღვევა გამოავლინეს. სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით დაფიქსირდა 279 ფაქტი, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 241, ქვემო ქართლში – 216, აჭარაში – 221, შიდა ქართლში – 188, , მცხეთა-მთიანეთში – 72, გურიაში – 39, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 22 ფაქტი, თბილისში კი – 6 ფაქტი,” – აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 16 600 მ3-მდე ხე-ტყე და ამავე პერიოდში გამოვლინდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 284 შემთხვევა და ამოღებულია 84 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.
2019 წელთან შედარებით სამცხე-ჯავახეთში და საქართველოშიც ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების შემთხვევები შემცირებულია. გასულ წელს საქართველოს მასშტაბით 3 573 შემთხვევა გამოავლინეს, რომელთაგან 422 სამცხე-ჯავახეთში იყო.