დღეს, საქართველოში სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა. სამცხე-ჯავახეთის 5 მუნიციპალიტეტში ყველა სკოლამ სწავლა აუდიტორიულ რეჟიმში განაახლა. ვერ გავიგეთ განახლდა თუ არა სწავლა ახალციხის მუნიციპალიტეტის 39 სკოლაში, რადგან მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ხათუნა ხმალაძე ჩვენს ზარებს უკვე რამდენიმე თვეა არ პასუხობს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, სამცხე-ჯავახეთში სულ 204 საჯარო და 1 კერძო სკოლაა, რომლებშიც 4 127 მასწავლებელი ასწავლის. რეგიონის მუნიციპალიტეტებიდან ყველაზე მეტი 65 სკოლა ახალქალაქშია, ხოლო ყველაზე ცოტა, 18 სკოლა – ასპინძაში. ბორჯომი – 20, ახალციხე – 38 საჯარო და 1 კერძო სკოლა, ადიგენი – 25, ნინოწმინდა – 38