კორონავირუსის შემთხვევების გამო სამცხე-ჯავახეთში სრულად დისტანციურ სწავლებაზე 18 საჯარო სკოლა და 20 სკოლაში რამდენიმე კლასი სწავლობს. დღეს ახალციხის N3 და წაღვერის საჯარო სკოლების ცალკეული კლასები დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდნენ, – ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გვიდასტურებენ.
მათივე ცნობით ამათგან ყველაზე მეტი 12 სკოლა დისტანციურ და შერეულ ფორმატში ახალქალაქშია, 10 ახალციხეში, 7 ასპინძაში, 6 ბორჯომში, 3 ადიგენში და 1 ნინოწმინდაში.
აქვე გეტყვით, რომ მთავრობის განკარგულებით, საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულმა პირებმა, რომლებიც ერთი დოზით ან საერთოდ აუცრელები არიან, PCR ტესტირება ყოველკვირეულად უნდა გაიარონ.