მეორე შახტა ერთ-ერთია იმ დასახლებებიდან, რომლებიც დღემდე გაზიფიცირების გარეშეა დარჩენილი. მოსახლეობა იძულებულია გასათბობად შეშა ან სხვა რესურსები გამოიყენოს.
ბუნებრივი არის გარეშე აწარმოებს ნედლეულს დასახლებაში არსებული ასფალტ ბეტონის მწარმოებელი ქარხანა შ.პ.ს. „ასტორია“. იგი უკვე წლებია მაზუთს იყენებს, რითიც გარემოს აბინძურებს და ადგილობრივთა ჯანმრთელობას შესაძლო საფრთხეს უქმნის.
საქართველოს მთავრობის განკარგულების მიხედვით საქართველოს ტერიტორიაზე გაზიფიცირების სამ წლიან გეგმაში ვერ მოხვდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონი, როდის მოხდება მეორე შახტას გაზიფიცირება უწყებაში არ ამბობენ.
Tags: საოცნებო გაზი, სუფთა ჰაერი