საპატიო ასპინძელი 2021-ს ვინაობა ცნობილია. ასპინძის მუნიციპალიტეტში გამოცხადებული კონკურსის შედეგად ამ ტიტულის მფლობელი სამი პირი გამოვლინდა. მათ სიგელები, მედალები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
საპატიო ასპინძელები არიან:
ნათელა ცისკარაძე – ჟურნალისტი
იგი 1982 წლიდან დღემდე გაზეთ „ასპინძის“ რედაქტორი, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის წევრია და ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდის „ოქროს ფრთის“ ლაურეატი.
ალუდა სეთურიძე – საქართველოს შეიარაღებული ძალების ვიცე-პოლკოვნიკი
სეთურიძეს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ სამშვიდობო მისიაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ნატო ყრუაშვილი – ასოცირებული პროფესორი
გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომი, სტატია, მონოგრაფია, არის თოთხმეტი წიგნის ავტორი.
ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ გასული 2020 წლის საპატიო ასპინძელები. ესენია:
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი მერაბ ბერიძე,
გაზეთ ,,ლიტერატურული მესხეთი’’- ს რედაქტორი ავთანდილ ბერიძე,
შპს ,,ინოვაციური სამშენებლო კომპანიის’’ დირექტორი ემზარ ასპანიძე.
მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ პანდემიის გამო გასულ წელს ღონისძიება არ გაიმართა, შესაბამისად 2020 წლის საპატიო ასპინძელები წელს დააჯილდოვეს.
ღონისძება დაბა ასპინძაში 20 აპრილს გაიმართა. ( «ასპინძობა» და საპატიო ასპინძელი — 2021 )