აბასთუმანში, ფილტვის ცენტრში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ 20 დღიანი, უფასო სარეაბილიტაციო კურსი გაიარონ. ინფორმაციას გვიდასტურებს კლინიკის იდრექტორი, რევაზ ჟღენტი და ამბობს, რომ ძირითადად კორონავირუსმა დააზიანა ფილტვები, ამიტომ ყველას ჩაუტარდება სარეაბილიტაციო კურსი, ვინც წარმოადგენს შემდეგი ანალიზების პასუხების ჩამონათვალს:
- გულმკერდის რადიოლოგიური კვლევა;
- ფილტვის ფუნქციური ტესტი;
- სისხლის საერთო ანალიზი;
- ელექტროკარდიოგრამა;
- ექიმ-სპეციალისტების (პულმონოლოგი ან კარდიოლოგი ან ოჯახის ექიმი) კონსულტაცია;
- ფიბრინის დეგრადაციის პროდუქტების განსაზღვრა ( D-დიმერი),ან კოაგულოგრამა.
ცენტრის დირექტორი, ასევე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ პროგრამით უკვე სარგებლობს 20-ზე მეტი პირი.
პროგრამაში ჩასართავად ბენეფიციარობის კანდიდატმა დასკანერებული სახით ელფოსტაზე – abastumanilc@gmail.com უნდა გამოაგზავნოს შემდეგი საბუთები:
- პირადობა.
- კოვიდ – 19-ის გამო ჩატარებული სტაციონარული მკურნალობის დამადასტურებელი ფორმა-100, ან სახლის,კოვიდ სასტუმროს პირობებში მკურნალობისას, მინიმუმ კოვიდ – 19-ის დადებითი ტესტის დამადასტურებელი გამოკვლევის ანალიზის ასლი;
- ახალი ფორმა – 100,რომელშიც ასახული იქნება ზემოაღნიშნული კვლევების მონაცემები;
- ჩატარებული კვლევების შედეგები(დასკანერებული ვარიანტი);
- საკონტაქტო ინფორმაცია.