წალკა – შშმ პირებისთვის კიდევ უფრო შეზღუდულია
თბილისში გამომგზავრება ერთადერთი გზაა ამ ოჯახებისთვის მიიღონ აუცილებელი მომსახურება
მუნიციპალიტეტში ისიც კი არ იციან, რამდენი შშმ პირი ცხოვრობს თუმცა კარგი ამბავიც არის, გარემო, დაპირების მიხედვით, მალე შეიცვლება
ზუკა 5 წლისაა, მას ცერებრალური დამბლის დიაგნოზი 2 წლის ასაკში დაუსვეს.
ზუკა მშობლებთან ერთად, ქვემო ქართლის რეგიონში, წალკაში ცხოვრობს, ის რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამაშია ჩართული, თუმცა, სახელმწიფო სერვისებით სარეგბლობას რაიონში ვერ ახერხებს, რადგან წალკაში ეს ცენტრი არ არის.
- არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა წალკაში რამდენი ბავშვია, რომელთაც ზუკას მსგავსად სპეციალური საჭიროებები აქვთ.
თუმცა ,დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წალკაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის აუცილებელი რეაბილიტაცია-აბილიტაციის ცენტრი არ არის.
სახელმწიფო პროგრამა ზუკას საჭიროებაზე მორგებულ კონკრეტულ პროცედურებს მოითხოვს, იმისთვის რომ სხეული არ მოდუნდეს, ტკივილი შეუმსბუქდეს და განვითარება არ შეფერხდეს.
სახელმწიფო პროგრამების გარდა დარინა, ზუკას კერძო სპეციალისტების დახმარებით საჭირო პროცედურებასაც უტარებს, რადგან ყველა აუცილებელ პროცედურას სახელმწიფო არ აფინანსებს.
ზუკა ერთი წელია რაც ბაღში დადის, დარინა ამბობს რომ ამისთვის ბევრი იბრძოლა, მაგრამ შესაბამისი ინფრასტრუქტურის არ არსებობს გამო, ჯგუფში ხელში აყვანილი აჰყავს. არც ეტლი არ აქვს.
დარინა ძირკვაძე ამბობს რომ ეტლის შეძენის თხოვნით, წალკის მუნიციპალიტეტს მიმართა, თუმცა უარი მიიღო.
- ფეოხარ პარასკევოვი წალკის მერის მოადგილე TOK TV -ისთან სატელეფონო საუბარში ამბობს რომ ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ვინც კი მიმართა, მათ ეტლი შეუძინეს.
- ჩვენ, წალკის მერიას ვკითხეთ, რითი ეხმარება მუნიციპალიტეტი შშმ ბავშვებს? არის თუ არა სარეაბილიტაციო ცენტრი რაიონში და მუნიციპალიტეტი ახდენს თუ არა შშმ ბავშვების ტრანსპორტირებას?
მერიიდან წერილობით გვიპასუხეს: ,,2023 წელს 19 შშმ ბავშვს და 2024 წელს 11 ბავშვს გაეწია დახმარება, რომელიც ითვალისწინებს ერთჯერად ფულად დახმარებას“.. რაც შეეხება სხვა მომსახურეობის გაწევას ამ ეტაპისათვის სხვა სერვისი არ გვაქვს.“
სხვადასხვა წყაროს მიხედვით, მერიისაგან მიღებული ერთჯერადი დახმარება 200-დან 300 ლარამდე მერყეობს.
არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ნანა ლომაძის თქმით, წალკაში დღის ცენტრისთვის ამ ეტაპზე მიმდინარეობს კადრების მოძიება, იგეგმება რეაბილიტაცია-აბილიტაციის და ადრეული ინტერვენციის პროგრამების განხორციელებაც.
როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომელიც ვერ უზრუნველოყოფს ბავშვი საჭირო პროცედურებზე ატაროს დედაქალქში ან სხვა დიდი ქალაქში, სადაც ყველა საჭირო სერვისით უზრუნველოფაა შესაძლებელი?
რა როლი აქვს მუნიციპალიტეტს და სად ირვღვევა ბავშვის უფლებები.რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს TOK TV -ისთან სოციალური სერვისების ექსპერტი დიანა ჯანაშია;
- სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგისმსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში სულ 24 მუნიციპალიტეტში მოქმედებს ბავშვთა რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამა.
- ამ ეტაპზე ქვეპროგრამის ფარგლებში მოქმედი ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის მომსახურებით სარგებლობს 4381 ბენეფიციარი.
- მიმდინარე წლის ქვეპოგრამის ბიუჯეტი შეადგენს 12 000 000 ლარს. დამატებით გაცნობებთ, რომ წლის განმავლობაში ერთ მოსარგებლეზე განსაზღვრულია არაუმეტეს 192 სეანსი, ხოლო ერთი სეანსის ღირებულება შეადგენს 17 ლარს.