“სარფის” საბაჟოზე 56 000 ლარის ოქროს უკანონოდ გადმოტანის ფაქტი გამოვლინდა

September 1, 2025

“სარფის” საბაჟოზე 56 000 ლარის ოქროს უკანონოდ გადმოტანის ფაქტი გამოვლინდა – ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. 

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქემ “სარფის” საბაჟოს გავლით, ქვეყანაში გადმოიტანა, 56 000 ლარის ღირებულების 179 გრამი ძვირფასი ქვებით გაწყობილი ოქროს სამკაულები.

გამოძიება სსკ-ს 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რომელიც 5-7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.