კორონა ვირუსთან დაკავშირებით სასწავლო პროცესი პირველ აპრილამდე გადაიდო. ერთი თვით, 13 აპრილამდე გადავადდა სამხედრო სამსახურში გაწვევის თარიღი და პირველ აპრილამდე სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის, დღის ცენტრებში მომსახურების მიწოდება შეწყდა.
გადაწყვეტილება დღეს, 11 მარტს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კორონა ვირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე მიიღეს.
პირველად კორონა ვირუსი საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამჟამად საქართველოში კორონა ვირუსის დადასტურებული 23 შემთხვევაა, კარანტინის რეჟიმში — 126 პირი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 46 ადამიანი იმყოფება.