საქართველოდან თურქეთში გააძევეს „ბათუმელი მედროშე“, თემურ ქათამაძე (გაფფარ ილმაზი), – ამის შესახებ ინფორმაციას მისი ცოლი ავრცელებს.
მედროშის სახელით ცნობილი თემურ ქათამაძე საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად წლებია იბრძვის, თუმცა 29 აპრილს სააპელაციო სასამართლომ საბოლოო უარი უთხრა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.
თემურ ქათამაძეს “ბათუმელი მედროშე” საპროტესტო აქციების მსვლელობისას, ბათუმში შეარქვეს. ის ქუჩებში საქართველოს დროშით ჯერ “რუსულ კანონს” აპროტესტებდა, შემდეგ კი – 2024 წლის, 28 ნოემბერს დაწყებულ უწყვეტ საპროტესტო აქციებს შეუერთდა.
იგი თავდაპირველად პროევროპულ აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. ხოლო შემდეგი დაკავებისას, გამოძიება საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავებოდა.