საქართველოს ევროატლანტიკური კურსი – შეხვედრა პედაგოგებისთვის 

June 21, 2022

საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, მისი მნიშვნელობა და ისტორია – ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი შეხვედრების სერიას განაგრძობს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი და საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების სკოლის პედაგოგებს ესაუბრნენ. 

მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მასწავლებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ ინფორმაცია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შექმნის წინაპირობების, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმების, ჰიბრიდული ომის ხელსაწყოების და რუსული პროპაგანდის შესახებ. 

ორ დღიან საინფორმაციო შეხვედრას 30 პედაგოგი ესწრებოდა. საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, იგეგმება მსგავსი ტიპის შეხვედრების ჩატარება სხვა პედაგოგებთანაც.