საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო უქმდება

June 17, 2025

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო უქმდება, – ამის შესახებ ინფორმაციას, სადავო ლეგიტიმაციის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, “ქართული ოცნების” მთავრობამ , პარლამენტს საბჭოს ლიკვიდაციის შესახებ საკანონმდებლო წინადადებით უკვე მიმართა. 

ამავე წყაროს ცნობით, საბჭო 2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან გაუქმდება და მის უფლებამოსილებას, სადავო ლეგიტიმაციის მთავრობა შეასრულებს. 

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე უმაღლესი დონის გადაწყვეტილებების მისაღებად 2019 წელს შეიქმნა. იგი საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაშია და ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის სფეროში მთავარ მაკოორდინირებელ ერთეულს წარმოადგენს.