უსაფრთხოების ძლიერი ქოლგა, ეკონომიკური განვითარება, შემოსავლის მატება, კეთილდღეობა და განვითარება – როგორია საქართველოს NATO-ში გაწევრიანების კონკრეტული სარგებელი და პერსპექტივა, საკითხზე დღეს ახალციხის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებისთვის გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.
ნატოს სამეკავშირეო ოფისი საქართველოში, ნატო-საქართველოს კომისია და პოლიტიკური დიალოგი, წვრთნისა და შეფასების ცენტრი, განაღმვითი სამუშაოები სკრაში(გორთან), ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, ნატო-ს პარტნიორობის განათლებისა და წვრთნის ცენტრი, ნატო-ს დახელოვნების ცენტრები – მუნიციპალური ორგანოებისთვის გამართულ საინფორმაციო შეხვედრას სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, გიორგი ცხვიტავა უძღვებოდა.
შეხვედრაზე სპიკერმა იმ კონკრეტულ საკითხებზე ისაუბრა, თუ რა სარგებელი აქვს და ექნება საქართველოს თუ ნატო-ს წევრ გახდება. მაგალითად: უსაფრთხოების ძლიერი ქოლგა, ეკონომიკური განვითარება, შემოსავლის მატება, კეთილდღეობა და განვითარება. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს იმ გამოწვევებსა და საფრთხეებს, წინაშე დგას საქართველო უკრაინაში მიმდინარე ომის გამო.
შეხვედრა ახალციხის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა. მისი ორგანიზატორი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ახალქალაქის ოფისი იყო.
ასევე ნახეთ: რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო უკრაინაში მიმდინარე ომის გამო — შეხვედრა ახალციხეში