“საქართველო ხელგაშლილი შეხვდება რუს მოჭადრაკეებს”, – სოც. ქსელში გავრცელებული ინფორმაცია არ არის მართალი – ჭადრაკის ფედერაცია

July 25, 2022

“საქართველო ხელგაშლილი შეხვდება რუს მოჭადრაკეებს”, – სოციალური ქსელის ერთ–ერთ ჯგუფში Chess-News გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს – გვეუბნებიან რამდენიმე დღიანი მცდელობის შემდეგ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ამავე წყაროს ცნობით, მსოფლიო ჩემპიონატში რომელიც ბათუმში გაიმართება, არცერთი რუსი მოჭადრაკე არ დარეგისტრირებულა. “დარეგისტრირებულია 2 ბელორუსი მოჭადრაკე რომელიც (FIDE)-ს სახელით მიიღებენ მონაწილეობას და გამარჯვების შემთხვევაში ისინი (FIDE)-ს დროშით და ჰიმნით გამოვლენ.”

შეგახსნებთ რომ რუსი მოჭადრაკეების ჩამოსვლასთან დაკავშირებით  ინფორმაცია გასულ კვირას  გავრცელდა. ჩვენი რედაქცია მას შემდეგ ცდილობდა  ჭადრაკის ფედერაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამახურთან დაკავშირებას თუმცა პასუხი მხოლოდ დღეს მივიღეთ.