ავტორი: საიდა მამედოვი,სოფიკო ქარცივაძე
წალკის მუნიციპალიტეტში, მის სოფლებში ხალხის ნაწილს დაბინძურებული და დანაგვიანებული გარემო აწუხებს. Ადგილობრივები გვიყვებიან, რომ თვითნებურად მოწყობილი ნაგავსაყრელების გამო სოფლებში ანტისანიტარიაა.
Პოლიეთილენის პარკები, ბოთლები, ქილები და სხვა ნივთები არის საძოვრებსა თუ მდინარეებზე – სოფლის მკვიდრების თქმით, ნარჩენებით გაჯერებული გარემოს გამო რამდენიმე პირუტყვიც კი დაეხოცათ.
ფოტოს ავტორი: თამილა დეკანაძე
ადგილობრივების თქმით, ნაგავი რომელსაც მოსახლეობა ბუნკერების არ ქონის გამო მათთვის სასურველ ადგილზე ყრის, მდინარეს ან ქარს გადააქვს.
წალკის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების და კეთილმოწყობის სამსახურის დირექტორი თამაზ ზოიძე გვეუბნება, რომ ” ნაგვის ურნები მუნიციპალიტეტის 22 სოფელშია განთავსებული”, მაგრამ მისივე თქმით, ეს რაოდენობა არ არის საკმარისი. Თამაზ ზოიძე ამბობს, რომ მიმდინარე წელს 250 ნაგვის ურნის დამატება იგეგმება: “მაგალითად სოფელ გუმბათში და აშკალაში შარშან განვათავსეთ ნაგვის ურნები, მაგრამ არ არის საკმარისი.”
წალკის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის მიხედვით ნარჩენების შეგროვება, გადამუშავება და განადგურებისათვის 415 ათასი ლარია გამოყოფილი.