საძოვრების მონაცვლეობითი გამოყენებით წარმოებული რძის რაოდენობა იზრდება
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში ადგილობრივების ძირითადი შემოსავალი მესაქონლეობაა. მკაცრი კლიმატური პირობების გამო საქონლის გამოკვება ჭირს. საძოვრების სიმცირე და დეგრადაცია, მოსახლეობას რთულ მდგომარეობას უქმნის.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად განახლებაში 2020 წელს , დასავლელი პარტნიორების დახმარებით დაიწყო პროექტი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას ეხმარება, ისე გამოიყენონ საძოვრები, რომ მათი დეგრადაცია არ მოხდეს. ადგილობრივებმა სოფლის საძოვრების სწორი მართვა და გამოყენება ისწავლეს. ადგილობრივი ფერმერი, ეთერ გოგოჭური TOK TV -ის უყვება რომ პროექტი, რომელიც სოფელ განახლებაში განხორციელდა, მათ შრომას უმსუბუქებს და ეკონომიურ მდგომარეობას აუმჯობესებს.
პროექტს ახორციელებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) აღმასრულებელი ორგანიზაციაა ,, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი“( REC Caucasus). პროექტის პარტნიორია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN)
საპილოტე პროექტი ამ ეტაპზე 230 ჰექტარ ფართობზე დაიწყო და 24 შინამეურნეობის კუთვნილი 350 პირუტყვი სარგებლობს.
პირუტყვის გადაჭარბებული ძოვება მიწის დეგრადაციას, გაუვარგისებას უწყობს ხელს. საქონლის ,,თავისუფალი ძოვებით “ ბალახის სასარგებლო სახეობები სუსტდებიან და ვეღარ ახდენენ აღდგენას. შესაბამისად, მცირდება სასარგებლო ბალახი, მრავლდება სარეველა და მცირდება საძოვრების პროდუქტიულობა.
რატომაა საძოვრების მართვა მნიშვნელოვანი ადგილობრივებისთვის და რა პრობლემების მოგვარებაა შესაძლებელი.
რა სარგებლობა აქვს საძოვრების კონტროლირებად გამოყენებას და კონტროლირებად ძოვებას?
განახლებაში, 38 ჰექტარზე მოეწყო ელექტორღობე, რომლის საშუალებითაც საძოვარი 8 ნაკვეთად დაიყო. შემუშავდა ძოვების სქემა/კალენდარი, სადაც განსაზღვრულია ნაკვეთზე ძოვების დაწყებისა და დამთავრების დრო.
ტერიტორიაზე მოეწყო პირუტყვის დასარწყულებლები და ჩრდილიანი ადგილის შესაქმნელად დაირგო ხეები.
განახლების გარდა პროექტი ყაზბეგსა და გურჯაანშიც მიმდინარეობს სადაც საძოვრების მდგომარეობა შეაფასეს, მართვის სტრატეგია და საძოვრების აღდგენა დაგეგმეს.
ასევე იგეგმება საპილოტე სოფლებში პროექტის ბენეფიციართათვის რძის ჰიგიენური გადამუშავების მიზნით მცირე ტექნიკა-აღჭურვილობის შეძენა. პროექტი 2020 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს სრულდება.
პროექტი „საქართველოს მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის ეროვნული მიზნების მიღწევა, დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და დაფინანსებულია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ. პროექტს ახორციელებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO). აღმასრულებელი ორგანიზაციაა, „კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი“ (REC Caucasus). პროექტის პარტნიორია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).
Tags: CENN, განახლება, დმანისი, პროექტი, საძოვრები