ავტორი: მირანდა ფუტკარაია, ლერი კოჩალიძე
ეს ქალაქ წალკაში არსებული ყველის ერთ-ერთი საწარმოა. ის უკვე 8 წელია ფუნქციონირებს.
როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, ზაფხულობით საწარმოდან მდინარეში მოხვედრილი რძის პროდუქტის ნარჩენები გარემოს აბინძურებს და ზაფხულობით გველების გამრავლებას იწვევს.
საწარმოს წარმომადგენელი გვეუბნება, რომ უკვე მონტაჟდება სპეციალური მოწყობილობა, ამ ეტაპზე, გათხრილია ორმო. გიორგი ჭუმბურიძე ამბობს, რომ სამუშაოების გაგრძელებას კლიმატურმა პირობებმა შეუშალა ხელი. ამინდის გაუმჯობესებისთანავე კი პროცესი გაგრძელდება. Საწარმოში Ქვეწარმავლების გაჩენის შესახებ ინფორმაციას უარყოფენ.
“ნარჩენების მართვა უნდა განხორციელდეს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის გარეშე, კერძოდ, ისე, რომ ნარჩენებმა არ დააბინძუროს წყალი, ჰაერი, ნიადაგი, ფლორა და ფაუნა”- აღნიშნულია ნარჩენების მართვის კოდექსში.
Როგორია წალკის მერიის ნარჩენების მართვის პოლიტიკა? უწყებაში გვითხრეს, რომ მერიის დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებს ნაგვის ურნებში არსებული ნარჩენები გააქვთ და კონკრეტულად, კერძო საწარმოების ნარჩენების მართვის საკითხი მათ არ ეხებათ.
„მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი, კოკა კიღურაძე გარემოს დაცვის მიმართულებით მუნიციპალიტეტის მერიის კომპეტენციაზე გვესაუბრება.
გარემოს დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების დეპარტამენტის ნარჩენების მართვის სამმართველოს უფროსის ქრისტინე ვარდანაშვილის თქმით, საწარმოებს ნარჩენების უტიზილიზაცია თავად ევალებათ. პროცესზე ზედამხედველობას კი გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტი ახორციელებს.
Რაც შეეხება ამ კონკრეტულ საწარმოს გარემოს ზედამხედველობის სამსახურში საკითხის გარკვევას შეგვპირდნენ.