®
საპენსიო სერვისების გაუმჯობესებაზე საუბარი, წინასაარჩევნო პოლიტიკური ველიდან საქმიან ფორმატში უნდა გადავიდეს. ამიტომ საჭიროა ახალი, ჯანსაღი მოდელის შემუშავება და მის საფუძველზე, ახალი ტენდერის ჩატარება, ახალი პირობებით – აცხადებს ლიბერთი ბანკის გენერალური დირეტორი.
ვასილ ხოდელის თქმით, თემით მანიპულირება და ბანკის დისკრედიტაციაზე მიმართული ინფორმაციის გავრცელება დამაზიანებელია პროცესისთვის.
ლიბერთი ბანკი, თემასთან დაკავშირებით არსებული დიდი ინტერესის გათვალისწინებით, აყენებს ინიციატივას, შეიქმნას კიდევ უფრო ფართო ფორმატის სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს პენსიების შესახებ კონტრაქტის პირობების გაუმჯობესებაზე. პროცესი იყოს კიდევ უფრო ღია და გამჭვირვალე, რათა შექიმნას ახალი, გამართული, ჯანსაღი სისტემა და მომავალი ტენდერი გამოცხადდეს გამართული მოდელის საფუძველზე.