ავტორი: მირანდა ფუტკარაია
ქალაქ გარდაბანში სახელმწიფო დროშის მოწყობა იგეგმება, რისთვისაც გარდაბნის მერია 23 ათასამდე ლარის გამოყოფას გეგმავს,- ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების გვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო კომისიის აპარატის წევრის თქმით, თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა. დროშა ქალაქ გარდაბანში ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის წინ მოეწყობა. პროექტით 20 მეტრიანი სიგრძის სადროშე ბოძის მოწყობაა გათვალისწინებული.
რა ნიშნით შეირჩა დროშისთვის კონკრეტული ადგილი და იყო თუ არა ამ დრომდე სახელმწმიფო დროშა აქ აღმართული ? კითხვით მუნიციპალიტეტის მერიას მივმართეთ. უწყებისგან პასუხს ველოდებით.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, წინადადებების მიღება 28 აპრილიდან 1 მაისამდე იწარმოებს. ნაკისრი ვალდებულება გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღეში უნდა შეასრულოს.
სახელმწიფო დროშის მოწყობაზე ტენდერი, ასევე, გამოცხადებულია სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში.