სხვადასხვა შეფასებით პრორუსული „სეზონი ტვ“ უცენზურო ლექსიკის გამოყენებისთვის 2 500 ლარით დაჯარიმდა – ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
“ComCom-ის მიერ განხორციელებული მონიტორინგით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის მაისში და ივნისში, 21:00 საათზე, „სეზონი ტვ“-ის პირდაპირ ეთერში გადიოდა გადაცემა „დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად“, რომელიც შეიცავდა შეურაცხმყოფელ ლექსიკას – ერთ შემთხვევაში მიწვეული სტუმრის, მეორე შემთხვევაში კი წამყვანის მხრიდან,” – ნათქვამია განცხადებაში.
ამავე წყაროს ცნობით, ტელეკომპანია „სეზონი ტვ”-ის ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევისთვის გაფრთხილება მიღებული ჰქონდა.
სხვადასხვა შეფასებით, “სეზონ ტვ” არის პრორუსული მედია ორგანიზაცია, რომელიც ხშირად ავრცელებს ანტიდასავლურ და სიძულვილის ენის შემცველ განცხადებებს.