სომხეთის პრემიერ მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი თბილისის მედიაციით აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებზე უარს ამბობს, – ამის შესახებ “არმენპრესი” წერს
ფაშინიანის თქმით, ახლა, როცა განიხილება ბრიუსელში შეხვედრის საკითხი და უკვე არსებობს გარკვეული ჩარჩო, აზერბაიჯანი სხვა პლატფორმის შეთავაზებას ცდილობს, რაც შეიძლება იმაში მდგომარეობდეს, რომ ყველაფერი ძალის გამოყენებით, ახალი ომით, ახალი ესკალაციის დასრულდეს.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებების თბილისში გამართვის შესახებ, 8 ოქტომბერს ისაუბრა. მაშინ, როდესაც კოჯორში, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევთან საერთო ბრიფინგი გამართა.
ალიევის თქმით, მას შემდეგ, რაც ყარაბაღის მეორე ომის შედეგად აზერბაიჯანმა ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი აღიდგინა, ბაქომ აქტიურად უნდა იმუშაოს სამშვიდობო შეთანხმებაზე სომხეთთან.
აქვე გეტყვით, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო მოლაპარაკებებს ბრიუსელში, ვაშინგტონსა და მოსკოვში რამდენიმე თვეა აწარმოებენ. მიუხედავად ამისა, დაპირისპირების შედეგად 100 000-ზე მეტი სომეხი იძულებული გახდა მთიანი ყარაბაღი დაეტოვებინათ, ამასთან გამოიცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც, „რესპუბლიკა მთიანი ყარაბაღი“ 2024 წლის 1 იანვრიდან არსებობას შეწყვეტს.