სომეხთა სამოციქულო ეკლესია დღეს იესო ქრისტეს შობისა და ნათლისღების დღესასწაულს ზეიმობს. საშობაო ლიტურგიის შემდეგ, საეკლესიო წესის მიხედვით, წყალკურთხევის რიტუალი ჩატარდა.
7 იანვარს კი სომხური ეკლესია მიცვალებულთა ხსოვნის დღეს, იგივე მერელოცს აღნიშნავს. ტრადიციის მიხედვით, შობის დღესასწაულისთვის აკურთხებენ როგორც საცხოვრებელ სახლებს, ისე სამუშაო ადგილებსაც.