ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების, მოხე-დერცლის საავტომობილო გზის 1 500 მეტრის დაგება იგეგმება, რომლისთვისაც მერია თითქმის 1 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს, – ტენდერი უკვე გამოცხადდა.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, გზა სახელმწიფო შესყიდვაში გამარჯვებულმა კომპანიამ, ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვის ვადაში უნდა დააგოს. ამ ტერიტორიაზე ასფალტი ან ბეტონი დაგებული არასდროს ყოფილა.
მოხედან დერცლამდე მისასვლელი დაზიანებული საავტომობილო გზის შესახებ რეპორტაჟი ჩვენ გასულ წელს მოვამზადეთ. მაშინ, მერმა გოჩა ქიმაძემ გვითხრა, რომ დამიზნებულ საავტომობილო გზის 13 კილომეტრიან მონაკვეთს რეაბილიტაციას ეტაპობრივად დაახლოებით 3 წლის განმავლობაში ჩაუტარებდნენ.
ნახეთ ჩვენს მიერ მომზადებული სიუჟეტი: