ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ “ივლიტაში” სპორტულ მოედანს არჩილ ტატუნაშვილის სახელი მიენიჭა. აღნიშნულ ინიციატივას ახალციხის საკრებულოს დეპუტატებმა მხარი დღეს დაუჭირეს.
არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებულ ცხინვალში 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. 23 თებერვალს კი – წამებით მოკლეს. მაშინ დე ფაქტოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ტატუნაშვილი გულის უკმარისობით დაიღუპა, თუმცა საქართველოში გადმოსვენების და ექსპერტიზის ცატარების შემდეგ, საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ იგი მოკლულია.