ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის, ახალციხის მერია 50 ათას ლარამდე თანხის დახარჯვას გეგმავს, ტენდერიც ამ თანხაზეა გამოცხადებული, – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ, ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 კვირის ვადაში უნდა დაანგრიოს არსებული წყლის შემკრები ჭა და მის ადგილზე ახალი ააშენოს. ასევე , დაგეგმილია წყლის გამფილტრავი მოწყობილობის დამონტაჟება.
წინადადებების მიღება მთავრდება30 სექტემბერი – 03 ოქტომბერს იწარმოებს.