ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეს N2 სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა.
ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის აპარატის უფროსი, გიორგი მიქელაძე გვიდასტურებს.
მისივე თქმით, უდეს სკოლაში ვირუსი პედაგოგს დაუდასტურდა.
ამ დროისთვის რეგიონში 12 სკოლაა დისტანციურ სწავლებაზე გადასული.