სოფელ ფარეხასთან დაზიანებული გზის შეკეთებისთვის 771 000 ლარის დახარჯვა იგეგმება

July 19, 2022

ახალციხე–ადიგენის დამაკავშირებელ გზაზე სოფელ ფარეხასთან  დაზიანებული გზის შეკეთებისთვის 771 000 ლარის დაიხარჯვას გეგმავენ – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.   

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ შემუშავებული სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, კომპანია ვალდებულია  ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის განმავლობაში შეასრულოს შემდეგი სამუშაოები: დაზიანებულ მონაკვეთზე მოაწყოს ქვესაგები ფენა, ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით. მოაწყოს საფუძველი, საფარის ზედა და ქვედა ფენები, ასევე დააგოს ასფალტი.  

ტენდერი 800 000 ლარზე მეტ  თანხაზე გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობა ერთადერთმა პრეტენდენტმა  კომპანია “ჯავახავტოგზა“- მ მიიღო. სამუშაოებისთვის 771 000 ათასი ლარი შესთავაზა. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ „ჯავახავტოგზასთან“ ხელშეკრულების გაფორმების პროცედურები მიმდინარეობს, იქამდე კი დეპარტამენტი გზას დროებით გაამაგრებს.

შეგახსენებთ, რომ ახალციხე–ადიგენის დამაკავშირებელ გზაზე  სოფელ ფარეხასთან გზის მონაკვეთზე მეწყრული პროცესები ხშირად აქტიურდება. ამავე მონაკვეთზე ბოლოს სარეაბილიტაციო სამუშაოები 5 თვის წინ ჩატარდა.