ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეოთში ამბულატორიის სამშენებლო სამუშაოებისთვის მერია 88`650.00 ლარის გამოყოფას გეგმავს. ტენდერში, რომელიც აქტიური 11 სექტემბრამდე იყო, მხოლოდ ერთი კომპანია „მშენ-ბენი“ მონაწილეობდა. მან მუნიციპალიტეტის მერიას შესასრულებელი სამუშაოებისთვის 87`368.00 ლარი მოსთხოვა ანუ 1282 ლარით ნაკლები, ვიდრე მუნიციპალიტეტს განსაზღვრული ჰქონდა.
ამ ეტაპზე, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ჯერ ცნობილი არ არის. ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, კომპანიამ უნდა განახორციელოს ამბულატორიის ასაშენებელ ადგილზე არსებული შენობის დემონტაჟი და ტერიტორიის მოსამზადებელი სამუშაოები. ამბულატორიის მშენებლობა კი 10 კვირის ვადაში უნდა დაასრულოს.
„მშენ-ბენის“ სამცხე-ჯავახეთში უკვე ოთხი პროექტი აქვს განხორციელებული.
ავტორი:
მიხეილ დარბაიძე