ავტორი: სოფიკო ქარცივაძე, მირანდა ფუტკარაია
სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში ცვლილებები წალკის საკრებულოში კამათის მიზეზი გახდა. როგორც,19 ივლისს გამართულ სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა მალხაზ მგელაძემ თქვა, მან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან ჩატარებული შეხვედრების დამადასტურებელი დოკუმენტი მოითხოვა, თუმცა ვერ მიიღო.
Სხდომას ესწრებოდა მერის მოადგილე, ჩვენ თემაზე მისგან კომენტარის მოპოვებას შევეცადეთ, თუმცა ანზორ ხინიკაძეს დარბაზში მოსაზრება არ დაუფიქსირებია. Მოგვიანებით უწყებაში გვითხრეს, რომ ის ქალაქიდან გავიდა.
რაც შეეხება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებში ცვლილებებს, საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურში გვეუბნებიან, რომ თავდაპირველად გათვალისწინებული იყო რეკრეაციული და გასართობი სივრცის მოწყობა, თუმცა შემდეგ ადგილობრივების მოთხოვნით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიგეგმა.
კერძოდ: სოფელ ბურნაშეთში მოეწყობა სანიაღვრე არხები, ხარაბაში აშენდება წყლის ბასეინი, აშკალაში მოეწყობა საფეხმავლო ხიდი, ავრანლოში – სასაფლაო, ხოლო ბედიანში მოეწყობა სპორტული დარბაზი.
სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ სოფელ .ს. როგორც უწყებაში გვეუბნებიან, ტენდერი აგვისტოში გამოცხადდება და მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება სამუშაოები.
წალკის მუნიციპალიტეტში არსებული სასმელი წყლის პრობლემაზე ჩვენმა რედაქციამ არაერთი სიუჟეტი მოამზადა, მათგან ერთ–ერთი სწორედ სოფელ არჯევან–სარვანს შეეხებოდა.