აბასთუმანში მომხდარი დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილია 1 ადამიანი, ერთი კი დაჭრილი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ამბობენ, რომ გამოძახებაზე მისულთ ერთი პირი გარდაცვლილი დახვდათ. რაც შეხება დაჭრილს, ის ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს და მოგვბიანებით გაწერეს. კლინიკის ქირურგის თქმით პაციენტს ცეცხლსასროლი იარაღით, ხელის არეში ჰქონდა გამჭოლი ჭრილობა მიყენებული.
დაჭრილის მეუღლის ინფორმაციით, მათთვის უცნობია ვინ არის პირი რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა. მისივე თქმით, მისი მეუღლე შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოებს ზედამხედველობდა. და მან 500 მეტრის მოშორებით დაინახა, რომ ვიღაც იარაღით ხელში მოდიოდა. მან ვერ მოასწრო პირის დანახვა, რადგან შორს იყო ის პიროვნება და სახეზე ვერ დაინახა.
ექსპერტ-კრიმინალისტი დავით მერაბიშვილი ამბობს, რომ გარდაცვლილს ცეცხლსასროლი იარაღით გულის არეში ჰქონდა სასიკვდილო ჭრილობა მიყენებული.
შსს-ში გამოძიება სსკ-ს 128-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მომხდარის მოტივი ამ დროისთის უცნობია.