დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ აბიტურიენტთა სია გამოქვეყნდა. საქართველოს მასშტაბით უნივერსტეტებში 29 362 აბიტურიენტი ჩაირიცხა.
ჯერ-ჯერობით უცნობია რამდენი პირი ჩაირიცხა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საგანმანათლებლო დაწესებულებაში გვეუბნებიან, რომ ზუსტი მონაცემები ხვალ ან ზეგ გახდება ცნობილი.
რაც შეეხება აბიტურიენტებს, რომლებმაც ჩვენ რეგიონში არსებული უნივერსიტეტი შეარჩიეს, გვეუბნებიან რომ მათთვის აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაბარების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ლოკაცია და უფასო ფაკულტეტებია.