გამოძიების ინფორმაციით, დადგინდა, რომ ჰ. ნ-მ საქართველოს ორ მოქალაქეს ნინოწმინდაში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საძოვრით სარგებლობის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 30 000 ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა 3000 ლარი.
გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნტქით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინების თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.
“ამასთან დაკავშირებით ჩვენ არ გვაქვს ჯერ-ჯერობით ინფორმაცია, მხოლოდ ის ვიცით, რომ გუშინ ჩვენი თანამშრომელი დააკავეს ,რატომ და რა თანხის აღებაზეა საუბარი არ ვიცით. დღეს არასამუშაო დღეა და ამიტომ არც ვიცით დაუდგინდა თუ არა ბრალეულობა.” – TOK TV-ს განუცხადა ახალქალაქის მერმა ანივარდ მოსოიანმა.