სცემა თუ არა თანასოფლელი ოცნების დეპუტატმა ქესალოში 

August 9, 2024

შსს ჩხუბს ადასტურებს, მაგრამ მონაწილეებს არ აკონკრეტებს.  Დეპუტატი უარყოფს. 

„ქართული ოცნების“ დეპუტატს გარდაბნის საკრებულოში ისლამ მამედოვს თანასოფლელის ცემაში ადანაშაულებენ. TOK TV-ს წყარო, რომელიც ,,ქართული ოცნების“ ოპონენტია,  უყვება რომ შემთხვევა გუშინ ქორწილში, სოფელ ქესალოში მოხდა და სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა „ქართული ოცნების“ წევრმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თანასოფლელს რ. ი.-ის

წყაროს ინფორმაციით, დაზარალებულმა დღეს მომხდარის შესახებ გარდაბნის პოლიციის განყოფილებას შეატყობინა.

იგივე წყარო გვატყობინებს, რომ დაზარალებულს „ქართული ოცნების“ წევრები გაჩუმებას სთხოვდნენ.

  მას შემდეგ რაც TOK TV -მ  საკითხის გარკვევა დაიწყო, წყარომ განგვიცხადა, რომ დაზარალებული ,,დაავერბოვკეს.“

ჩვენ “ქართული ოცნების” წევრს ისლამ მამედოვს გარდაბნის საკრებულოს ვებ გვერდზე მითითებულ  ნომერზე  დავუკავშირდით. Საკრებულოს დეპუტატი მმართველი პარტიიდან, უარყოფს მომხდარს. გვითხრა, რომ ინფორმაცია არასწორია და ტელეფონი გაგვითიშა.

Გარდაბანში მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაციას გვიდასტურებს შსს.

უწყებაში გვეუბნებიან, რომ ჩხუბთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია:  ,,კონკრეტულ ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება“.,,გამოძიების ფარგლებში გამოკვეთილი ბრალეული პირის მიმართ გატარდება შესაბამისი სამართლებრივი ზომები,“ – გვითხრეს შსს-ში.  

უწყება კონკრეტულ პირებს არ გვისახელებს და არც სხვა დამატებით დეტალებს გვაწვდის.

ინფორმაციის მიღება ვცადეთ ასევე რ.ი.-სგან, თუმცა ჩვენს ხელთ არსებული საკონტაქტო ნომრების ნაწილი ქსელიდან გათიშულია, ნაწილზე მოპასუხე პირები გვეუბნებიან, რომ “სხვაგან მოვხვდით”. 

Ჩვენი რედაქცია ასევე დაუკავშირდა გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარესაც, თუმცა, მის პირად ნომერზე მეუღლემ გვიპასუხა და გვითხრა მოგვიანებით დაგვერეკა.

TOK TV თემაზე მუშაობას განაგრძობს და მასალა ახალი ინფორმაციის მიღებისთანავე განახლდება.

Tags: ,