დღეს, ახალციხის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებმა და მასწავლებლებმა საპროტესტო აქია გამართეს. ისინი პასუხისმგებელ პირებთან შეხვედრას მოითხოვდნენ იმის გასაგებად, თუ რა ბედი ელის სკოლას, რომელიც რეაბილიტაციის მიზნით, 2 წლის წინ დაცალეს.
შეკრებლებს ასევე აინტერესებდათ თუ რის საფუძველზე განაცხადა, “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ანტონ ობოალშვილმა, რომ შესაძლოა მეორე სკოლის შენობის გევრდით ახალი სკოლა აშენდეს, ხოლო არსებული დაინგრეს.
ანტონ ობოლაშვილმა, მეორე საჯარო სკოლის შესახებ ჩვენთან, 18 სექტებერს ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ შორის განიხილება სკოლის შენობის გვერდით ახლის აშენება და არსებულის დანგრევა – აქციის მონწილეების თქმით, სწორედ ეს განცხადება იყო მიზეზი, რის გამოც მათ აქცია გამართეს.
შეკრებილებს, დღესვე “ქართული ოცნების” დეპუტატი ანტონ ობოლაშილი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ზაალ გელაშვილი და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღავნელი, ხათუნა ხმალაძე სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში შეხვდნენ.
როგორც შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, სკოლის ირგვლივ, დეტალური ინფორმაციის მოთხოვნით წერილს შესაბამის უწყებებს გაუგზავნიან. ხათუნა ხმალაძემ შესთავაზა, “მოავლინოს სახელმწიფომ სპეციალისტი, რომელიც კიდევ ერთხელ შეამოწმებს ტერიტორიას და თუ სკოლაში დაბრუნება შესაძლებელია, დავბრუნდეთ.”
გთავაზობთ დისკუსიას სრულად