სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეწარმეობის უნარ-ჩვევების პრაქტიკული სასწავლო კურსის დაწყება იგეგმება. პროგრამის ფარგლებში უკვე დაიწყო სხვადასხვა აქტივობების განხორციელება, მათ შორის ერთ-ერთია ტრენინგ კურსი, რომელიც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამშრომლებს და დოქტორანტურის სტუდენტებს უტარდებათ.
როგორც ორგანიზატორები გვეუბნებიან, შემდეგ ეტაპზე ტრენინგები ჩატარდება აშშ-ში, სადაც დატრენინგდებიან სჯსუ-ს და კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლები.
პროექტის შესახებ: პროექტის ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულებაში იგეგმება მეწარმეობისა და ინოვაციების ლაბორატორიის შექმნა და შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა, სადაც სტუდენტები ისწავლიან პროექტის დაწერას. ასევე, სტუდენტებს წვდომა ექნებათ სტარტაპ ეკოსისტემაზე და პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობებზე.
პროექტის მიზანია, მეწარმეობის ლაბორატორიის შექმნა და სასწავლო კურსების განახლება მეწარმეობის კუთხით.