მას შემდეგ, რაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მგზავრობის საფასურმა მოიმატა, მათ შორის ახალციხესა და ბორჯომში დავინტერესდით რა ტარიფებია ადიგენის ავტოსადგურში. დირექტორი, სოსო ჭიღლაძე ამბობს, რომ ტარიფები ჯერ არ შეცვლილა, თუმცა ფიქრობენ, რომ საჭიროა გადაიხედოს.
მისივე თქმით, თბილისი-ადიგენის მიმართულებით ერთი რეისი ამოვარდა, ადიგენი-ახალციხეს მიმართულებით კი მგზავრების სიმცირეა.
“თბილისი-ადიგენის მიმართულებით ერთი რეისი ამოვარდა, რადგან მგზავრები არ იყო. უარესი მდგომარეობაა ახალციხეში წამსვლელი ტრანსპორტისთვის, ისინი თითქმის ცარიელები დადიან,” – გვეუბნება ჭიღლაძე.
შეგახსენებთ, რომ თბილისი-ახალციხეს მგზავრობის საფასურმა 2 ლარით მოიმატა, ასევე 2 ლარით გაძვირდა ბორჯომიდან თბილისსა და სხვა რეგიონების მიმართულებებზე ტარიფი.
ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889