დეზინფორმაციის გავლენა და მისი პრევენცია. ამ თემებზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ბორჯომში ტრენინგი მიმდინარეობს. მასში მონაწილეობენ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები.
რა გავლენა აქვს მდეზინფორმაციის გავლენას დემოკრატიაზე. ამ საკითხზე ახლად დანიშნულმა მინისტრმა თეა ახვლედიანმა ისაუბრა.
ახვლედიანთან პირდაპირი კომუნიკაციის საშუალება არც ამ შეხვედრაზე მიეცა მედიას. ტრენინგის შესახებ ინფორმაცია სახელმწუიფო მინისტრის პიარმა გაავრცელა.
„არ იყო ისეთი თემა , სადაც ჟურნალისტებს მოვიწვევდით. ჩვენ თვითონ გადავიღეთ და გავავრცელეთ. დეზინფორმაციის საკითხებზე შევხვდეიტ ეთნიკურ უმცირესობებს.“
თეა ახვლედიანის დანიშვნის შემდეგ ჩვენ ვცდილობთ მასთან ინტერვიუს ჩაწერას თუ რა გეგმები და ხედვა აქვს ახალარჩეულ მინისტრს ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის. თუმცა პრეს სამსახურში დღესაც განგვიცხადეს, რომ ინტერვიუს ჩაწერა „ძალიან ადრეა.“
„რეგიონებში დავიწყეთ გასვლა , შემდეგ შევხვდებით არასამთავრობოებს და შემდეგ უკვე გვექნება შესაძლებლობა ინტერვიუ ჩავწეროთ. თუმცა ჯერ ვერა.“
ავტორი: მიშო დარბაიძე